 |
საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემა ინტელექსპრესი შედგება ორი იურიდიული პირისაგან. ინტელექსპრეს-საქართველო რეგისტრირებული და ლიცენზირებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ინტელექსპრეს საბერძნეთი რეგისტრირებული და ლიცენზირებული საბერძნეთის ცენტრალური ბანკის მიერ. ინტელექსპრესი გამოირჩევა ორგანიზაციის მაღალი დონით, რომელიც პასუხისმგებელია არალეგალური საქმიანობის შემოსავლის ლეგალიზაციის საწინააღმდეგო პრინციპების გატარებაში, ევროკავშირის, საბერძნეთის და საქართველოს კანონების თანახმად.
მიუხედავად მოღვაწეობის მოკლე პერიოდისა სისტემამ შეძლო მოწინავე პოზიციების დაკავება საქართველოსა და საბერძნეთის ბაზარზე. დღეისათვის ინტელექსპრესის ყოველთვიურმა გზავნილების რაოდენობამ 50000 ერთეულს გადააჭარბა.
ინტელექსპრესი მუშაობს საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ადაპტირებულია სხვადასხვა საფინანსო და საბანკო დაწესებულებებში. პროგრამა რეალურ დროში ინფორმაციის რეგისტრაციით პირდაპირ ონ-ლაინ სისტემაში, იძლევა კაპიტალის უსაფრთხოდ და სწრაფად გადარიცხვის საშუალებას, სანდო და შედეგიანი წესით, მსოფლიოს მაშტაბით.
| ინტელექსპრესმა განახორციელა როგორც ფინანსური ასევე ტექნოლოგიური დაბანდება მონაცემთა ბაზის უსაფრთხოებაში და გამოყენებაში. ყველაზე თანამედროვე მეთოდებით იცავს კლიენტების კაპიტალს და მონაცემთა ბაზის საიდუმლოს. სისტემა მუდმივად ორიენტირებულია ქსელის გაფართოებაზე, ახალი განყოფილებების გახსნითა და საბანკო დაწესებულებებთან, თუ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით.
ინტელექსპრესი აქტიურად ფართოვდება საბარძნეთის და საქართველოს ბაზარზე, მისი საქმიანობა ასევე ვრცელდება მრავალ ქვეყანაზე. ინტელექსპრესის პოლიტიკის საფუძველი არის ერთი განსაკუთრებული მარკეტინგის გეგმა ყოველი ქვეყნისათვის, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი წარმომადგენლების ცოდნას, შიდა ბაზრის და დემოგრაფიული კლასების შესახებ, სათანადო მომსახურების და ერთიანი საკომუნიკაციო ქსელის შექმნისათვის.
ინტელექსპრესის საქმიანობის უცვლელი ელემენტებია:
- სწრაფი მომსახურება და მაღალი სანდოობა;
- მომსახურება ბიუროკრატიის და შეფერხების გარეშე
- მომსახურების დაბალი ტარიფები;
- მომსახურება ნებისმიერ დროს, დასვენების დღეებში და შაბათ-კვირას;
- მაღალტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფა;
- კლიენტების მონაცემების კომფედენციალურობის მკაცრი დაცვა.
|